საზოგადოება
ზაფხულის სიცხე და მედიკოსთა რეკომენდაციები
2012-07-24 17:51:57
ჩამოტვირთვა
მაღალმა ტემპერატურამ საქართველოში რამდენიმეკვირიანი უამინდობა: წვიმა, სეტყვა და ქარი ჩაანაცვლა. როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის სიცხისგან და როგორ ავიცილოთ ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული პრობლემები.
ტემპერატურის მატებასთან დაკავშრებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ მაღალი ტემპერატურა ბევრი დაავადების მაპროვოცირებელია და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და გულ-სიხლძარღვთა დაავადებების მატარებლებს დღის განმავლობაში მზეზე ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ძლიერი სიცხე სინოპტიკოსების ვარაუდით საქართველოში 28 ივლისამდე გაგრძელდება.
კომენტარები