მსოფლიო
სტიქიის ზონა კახეთი - როგორ ეხმარება მთავრობა დაზარალებულებს
2012-07-24 16:59:30
ჩამოტვირთვა
ქალბატონი თინათინი ერთ-ერთია იმ 3000 კახელს შორის, რომელსაც ძლიერმა სეტყვამ, რამდენიმე დღის წინ, სახლი მთლიანად დაუზიანა. საცხოვრებელში შევარდნილმა წყლის ნაკადმა კი, კედლებთან ერთად, ეზოში ხეხილსა და ნარგავებს გადაუარა. დღეს ამ ეზოში აღარაფერია, აქ მხოლოდ მწვანე სპეც ფორმიან მუშებს თუ შენიშნავთ, ისინი ქალბატონი თინათინის სახლში სტიქიის მეორე დღესვე გამოჩნდნენ, სულ მალე კი, 75 წლის ვაზისუბნელ ქალბატონს ახალ სახურავთან ერთად, ახალი კედლებიც ექნება.
ეს კი დათაშვილების ოჯახია, როგორც ყველა დაზარალებულ ოჯახს, ორი ტომარა ფქვილი, შაქარი და ზეთი ქალბატონ მარიამსაც მიუტანეს, ბანკიდან გამოტანილი კრედიტიც გადაუვადეს, ამბობს, რომ მათთან მთავრობის წევრები ხშირად მიდიან, ყურადღებით კმაყოფილია, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში ყვება, საკუთარ ნაშრომს არაფერი ურჩევნია...
ელგუჯა არევაძე და გელა მეგრელიშვილი საგანგებო სიტუაციების შტაბის კომისიის წევრები არიან, სწორედ მათ ევალებათ გურჯაანში საცხოვრებელი სახლების შემოწმება და მათთვის კატეგორიების მინიჭება. ამბობენ, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, თითოეულ სახლში მიდიან, ამოწმებენ და კატეგორიასაც ანიჭებენ, კატეგორია კი 3 -ია პირველი, მეორე და მესამე, ეს ზარალის მიხედვით...
სპეციალურმა კომისიამ სოლომნიშვილების ოჯახს 1 კატეგორია მიანიჭა, დღეს აქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხელოსნებმა უმოკლეს ვადაში ოჯახს განახლებული საცხოვრებელი უნდა ჩააბარონ. სოლომნიშვილები ყველა დაზარალებული კახელის მსგავსად, საკვები პროდუქტების გარდა, სულ მალე, საწვავის ტალონებს, ღვინოსა და 1500 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ...
კახეთში სამშენებლო სამუშაოებზე, მშენებლების გარდა, ადგილობრივებიც მუშაობენ, ამჟამად რეგიონში გაზისა და წყლის მიწოდება მთლიანად აღდგენილია, ახლა უკვე სპეციალისტები ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობენ.
კახეთის განვითარების პროგრამისთვის მთავრობამ ბიუჯეტიდან 110 მილიონი ლარი უკვე გამოყო, ამ თანხიდან 20 მილიონი მთლიანად სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება. სულ მალე კი კახეთის რეგიონს განახლებული ინფრასტრუქტურა, ქალბატონ თინათინს კი სწორედ ისეთივე სახლი ექნება, როგორზეც ჯერ კიდევ წლების წინ ოცნებობდა.
კომენტარები