მსოფლიო
სოლარიუმი – რუჯი, სილამაზე, თუ სასიცოცხლო საფრთხე?
2012-07-23 19:25:50
ჩამოტვირთვა
ირმა სოლარიუმის ყოველდღიური მომხმარებელია; ამბობს, რომ აღარ ახსოვს, თეთრი კანი როდის hქონდა. იმდენად შეეჩვია ხელოვნურ რუჯს, რომ წელიწადის ყველა სეზონზე საკუთარი სალონის სოლარიუმში ირუჯება.
ჩვენი სიუჟეტის გმირი გამონაკლისი ნამდვილად არ არის, მოდის ტენდენციას ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც უამრავი ქალი მისდევს. ქართველ ქალთა 80 პროცენტზე მეტი სისტემატიურად გარუჯული დადის, თუმცა, სავარაუდოდ, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ არასწორად მიღებული სოლარიუმის სხივები, შესაძლოა სიცოცხლისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
რა დოზით და რა პერიოდულობით უნდა გავირუჯოთ ისე, რომ ეს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს – „აიტივი“ ამ შეკითხვით სპეციალისტს მიმართავს.
ასე, რომ სილამაზისთვის ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვა საჭირო არ არის, მეტიც, ერთი არ გამორიცხავს მეორეს, სავსებით შესაძლებელია, ზომიერი და ნორმალური დოზით რუჯის მიღებაც და სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაც.
კომენტარები