მსოფლიო
თვითმკვლელობა თბილისში
2012-07-23 13:14:28
ჩამოტვირთვა
სუიციდი თბილისში. ფრიდონ ჯანჯღავა მეტრო სადგურ სამგორში მატარებლის შესვლისას ლიანდაგებზე გადახტა. მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
ჯანჯღავას ოჯახის წევრების განცხადებით, თვითმკვლელობამდე ჯანჯღავა, კახა კუკავას პარტია თავისუფლებასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა მიიყვანა.
ჯანჯღავას და პარტიის წევრი იყო, რომელსაც ცოტა ხნის წინ პარტიის დასაფინანასებლად ბინა ბანკში ჩაადებინეს, რომელიც შემდეგ ბანკმა გაყიდა.
ფრიდონ ჯანჯღავამ თავი სწორედ ამ ინციდენტის გამო მოიკლა. ჯანჯღავას ოჯახის წევრები მთელი ღამის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. თუ რა გახდა სუიციდის მიზეზი გამოძიება დაადგენს.
კომენტარები