მსოფლიო
თბილისის ლუდის ფესტივალი გაიხსნა
2012-07-21 19:27:41
ჩამოტვირთვა
თბილისის მესამე ლუდის ფესტივალი დღეს ვარდების რევოლუციის მოედანზე გაიხსნა.
ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია "ნატახტარი" ლუდის მოყვარულებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ყველაზე გრანდიოზულ ღონისძიებას პირდება, რომელიც ორ დღეს გასტანს.
ფესტივალის ფარგლებში ლუდსახარში "ნატახტარი" სტუმრებს მის მიერ წარმოებულ სამი სახეობის ლუდს სთავაზობს.
"ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნინო სურმავას თქმით, 30-მეტრიან ბართან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ცივი ლუდი დააგემოვნონ და მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარონ.
ღონისძიების ორგანიზატორი სანდრო კაკულია კი აცხადებს, რომ წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იქნება უამრავი გასართობი, საინტერესო და სახალისო ღონისძიებით.
ვარდების რევოლუციის მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე ცნობილი ქართული ჯგუფებისა და მუსიკოსების მონაწილეობით ცოცხალი კონცერტები გაიმართება.
კომენტარები