0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ივანე მუხრანბატონის სასახლეში XIX-ე საუკუნეს დააბრუნებენ

ჩამოტვირთვა

“შატო მუხრანი“ არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც კი ცნობილი ბრენდია, თუმცა ამ რვინის შემქმნელთა ისტორია ცოტამ თუ იცის. ივანე მუხრანბატონი, ბაგრატიონთა შთამომავალი, სამუხრანბატონოს მთავარი, მეომარი და მიწათმოქმედი გახლდათ, სწორედ მის სახელსა და მის ოდესღაც მშვენიერ სასახლეს უკავშირდება შატო მუხრანის ისტორიაც. 1876 წელს ივანე მუხრან-ბატონს საფრანგეთიდან მოუწვევია მეღვინე ემირ ჟანი, დაუხმარებია ცნობილი ქართველი მეღვინე ჯორჯაძეც და ტევადობით 1მილიონ 200 ათასლიტრიანი ღვინის ქარხანა აუგია, სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდნენ. ღვინო „მუხრანი“ პირველი ქართული ღვინო იყო, რომელიც საზღვრებს გარეთ გაიტანეს. სასახლე, რომელიც სამუხრანბატონოს მთავარი ცენტრი იყო 1875 წელს ივანე მუხრანბატონის მიერ აიგო. სასახლის მშენებლობა 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ერთ-ერთი სამეურნეო და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. ივანე მუხრან ბატონის გარდაცვალების შემდეგ სასახლე მის ვაჟს დარჩა, რომელმაც ვერ შეინარჩუნა და იძულებული გახდა გაეყიდა. რის შემდეგაც ბაგრატიონთა კერა და ქართული ღვინის პატარა სამსობლო კომუნისტების ხელში ჩავარდა და ძველი დიდება ნელ-ნელა დაეკარგა. სასახლეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ, კომუნისტებმა შენობაში სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ლაბორატორიები გახსნეს, დამოუკიდებელ საქართველოში კი, არეულობის წლებში, გაძარცვეს და დაანგრიეს. amJamad sasaxle qarTvel da ucxour kerZo kompanias sakuTrebas warmoadgens, romelic meRvineobis im unikaluri tradiciis agrZelebs, romelic bagrationTa dinastiis warmomadgenelma Seqmna. სასახლის რესტავრაცია უკვე დაწყებულია და სულ მალე იგი ძველ დიდებას დაიბრუნებს. ის ერთ-ერთი კუტურული და სამეურნეო ცენტრი გახდება. ივანე მუხრანბატონის სასახლეში მეცხრამეტე საუკუნე უნდა დაბრუნდეს ასეთია ჩანაფიქრი. სასახლეში მისულ დამთვალიერებელს ისეთი შეგრძნება ექნება თითქოს, თითქოს მეცხრამეტე საუკუნეში შეაბიჯა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები