მსოფლიო
სანიკიძის აქტივისტების მიერ ნაცემ ჟურნალისტს გულის შეტევა დაემართა
2012-07-21 19:03:03
ჩამოტვირთვა
გუბაზ სანიკიძის აქტივისტებis მიერ ნაცემ ჟურნალისტს გულის შეტევა დაემართა. შემთხვევა გუშინ ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სანიკიძის მოსახლეობასთან შეხვედრისას მოხდა. საინფორმაციო სააგენტო „მედია ჯგუფის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სანიკიძის დაცვის წევრები და აქტივისტები სასტიკად გაუსწორდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს და აპარატურა წაართვეს. რის შედეგადაც ოპერატორ ზაზა ქობალიას გულის შეტევა დაემართა. დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კომენტარები