საზოგადოება
რეზერვისტებმა სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს
2012-07-20 16:18:28
ჩამოტვირთვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რეზერვისტებმა და საინჟინრო ბატალიონმა სტიქიის ზონაში დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები განაახლეს. თელავში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისა და აღმოფხვრის პროცესში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გუშინ ჩაერთო და მთელი დღის განმავლობაში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებდა. კახეთის რეგიონში 1300 რეზერვისტი, საინჟინრო ბატალიონი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობს. სტიქიის გამო გუშინ თელავში მთავრობის სხდომა გაიმართა. გუშინვე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა.
კომენტარები