საზოგადოება
რა მდგომარეობაა კახეთის სოფლებში სტიქიის შემდეგ
2012-07-19 22:56:07
ჩამოტვირთვა
თელავი ,ვაჩნაძიანი , ვაზისუბანი , კალაური , კახეთში გუშინ მოსულმა სეტყვამ თელავში და თელავის რამდენიმე სოფელში სახნავ სათესები, ვენახები და ხეხილი გაანადგურა.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები , დახოცილია ფრინველი და მთლიანად მოშლილია კომუნიკაცია.
წუხელ გამთენიისას მოსულმა სეტყვამ კახეთის სამი სოფელი მოსავლის გარეშე დატოვა
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა , სახლებს სახურავები გადახადა, ჩაამსხვრია ფანჯრები და ასწლოვანი ხეები ფესვებიანად ამოთხარა, სეტყვა კახეთში რამდენიმე წუთს გაგრძელდა, დაშლამულია სახლებამდე მისასვლელი ორღობის გზები, დაზიანდა კალაუბნის საჯარო სკოლა დაზიანებულია საკლასო ოთახებიც.
სამუშაოები კალაუბანში , ვაჩნიანთკარში , ვაზისუბანსა და თელავში დღეს დილიდან დაიწყო, მთელი დღის განმავლობაში, სოფლებსა და თელავში სამაშველო სამსახურები მუშაობენ, იწმინდება გზები, საცხოვრებელი სახლები და ეზოები. ამ დრომდე ითვლიან ზარალს.
დღეს სტიქიით დაზარალებულ სოფლებში მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და მთავრობის სხვა წარმოამდგენლები შეხვდნენ.
პრეზიდენტმა და პრემიერმა მინისტრებთან ერთად დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და ვენახები დაათვალიერს, მოსახლეობას დახმარებასა და ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდნენ
ამ დროისთვის სოფლებს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია. საცხოვრებელი სახლები და ეზოები გაწმენდილია შლამისაგან აღდგენილია სოფლების დამაკავშირებელი გზები, ზარალს სპეციალურად შექმნილი კომისია ითვლის.
კომენტარები