0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სტიქიისგან დაზარალებული საქართველო რეგიონები

ჩამოტვირთვა

სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი სერიოზულად დააზარალა. ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად, საგანგებო სიტუაციია თელავში, სამცხე ჯავახეთსა და გურჯაანში. პარალიზებულია არაერთი სოფელი, მოსახლეობის ნაწილი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. სამაშველო ჯგუფები სტიქიის შედეგებს ებრძვიან, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია დედაქალაქსა და კობი-გუდაურის გზაზე. თელავში ძლიერი წვიმის შემდეგ, მოვარდნილმა ქარიშხალმა ნგრევა გამოიწვია. სტიქიამ 15-მდე სახლს სახურავი გადახადა. დაზიანდა თელავის ერთ-ერთი სასტუმროც, რომელშიც სხვა სტუმრებთან ერთად, "ბოლივუდის" მსახიობები იმყოფებოდნენ. ჰოსპიტალიზებულია 4 ადამიანი. თელავში ყველა სახელმწიფო დაწესებულება და საავადმყოფო ჩვეული რეჟიმით მუშაობს. გახსნილია ყველა აფთიაქი და სასურსათო მაღაზია, გარდა ელექტროსაქონლის მაღაზიებისა, სადაც წყლის შევარდნის შედეგად ტექნიკა დაზიანდა. სტიქიის შედეგად, გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი 100%-ით განადგურდა. განადგურებულია როგორც ვენახები, ასევე ბოსტნეულის ნარგავები და ხეხილი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დაიტბორა ეზოები და ოთახები. სტიქიამ განსაკუთრებით სოფლები, ვაზისუბანი, შაშიანი, კალაური და ვაჩნაძიანი დააზიანა. სამცხე-ჯავახეთში წვიმამ და სეტყვამ ათობით სახლი დააზიანა. ყველაზე მეტად დაზარალდა ახალციხის, ასპინძისა და ვალეს რაიონები. განადგურებულია კარტოფილისა და სიმინდის ნათესები. ასევე, მთლიანად განადგურებულია ბოსტნეულის კულტურები და ვენახი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბრძანებით, სპეციალური შტაბი შეიქმნა. დაზარალებულ რეგიონში უკვე ჩავიდნენ მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. სტიქიისგან მიყენებულ ზიანსა და მისი აღმოფხვრის გზებზე საქართველოს მინისტრთა კაბინეტი დღეს თელავში გამართულ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები