0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტმა "როუფ ჯამფინგის" დროს დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს მიუსამძიმრა

ჩამოტვირთვა

ხიდიდან ხტომისას, ე.წ. "როუფ ჯამფინგის" დროს დაღუპული ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზებს პოლიცია იძიებს. ორგანიზატორების მიმართ სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრეს, რომელიც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ღონისძიების ორგანიზაზტორის მამამ, ალპინისტმა ბიძინა გუჯაბიძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა, ის აცხადებს, რომ ორგანიზატორები გამოძიების შედეგებს ელოდებიან, სამართალდამცველებთან თანამშრომლობენ და მზად არიან პასუხისმგებლობისთვის. "როუპ ჯამფინგს" 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი ემსხვერპლა. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. განცხადება "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. "შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც გუშინ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მოხდა. ორი ახალგაზრდა საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. 23 წლის მარიამ ყანდაშვილისა და 25 წლის გოგა გოლეთიანის სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა მაშინ, როდესაც ცხოვრების დიდ გზაზე უნდა აედგათ ფეხი... ძნელია მოძებნო სიტყვები იმ წარმოუდგენელი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც მათ ოჯახებს შემზარავმა ტრაგედიამ დაატეხა თავს. ამ მძიმე წუთებში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანავუგრძნო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს".- ნათქვამია პრეზიდენტის განცახდებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები