0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი ფოჩხუას მკვლელი პოლიციას ჩაბარდა

ჩამოტვირთვა

მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს ზუგდიდში ჩაბარდა. მკვლელობის შემდეგ ბექა ცობეხია თავს აფხაზეთში, ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა. ეჭვმიტანილი ამ დროისთვის სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. დაკითხვის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებს. ცნობილია, რომ ცობეხიასთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარიც. მას ანაკლიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. გიორგი ფოჩხუას ცხედარი ანაკლიაში ზღვამ რამდენიმე დღის წინ გამორიყა. ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობოდა. 27 წლის მსახიობი და მომღერალი, გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. ის პროექტ „ჯეობარსა“ და „ვარსკვლავების აკადემიაში „ მონაწილეობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები