0 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სინოდის გადაწყვეტილება და სასულიერო პირების კომენტარი

ჩამოტვირთვა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მართლმადიდებელური ეკლესიის წმინდა სინოდმა განჩინება მიიღო, სადაც ჩაიწერა, რომ სასულიერო პირები არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებში. ამ ჩანაწერის აუცილებლობა მცხეთაში „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილი აქციით იყო გამოწვეული, სადაც სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. ამ საგანგებო ზომების მიუხედავად, როგორც ჩანს, ზოგიერთი სასულიერო პირისთვის სინოდისა და პატრიარქის გადაწყვეტილება მაინცდამაინც ანგარიშგასაწევი არ არის. ხაშურიდან გორისკენ მოძრავი კოლონის ერთ-ერთ მიკროავტობუსში ორი სასულიერო პირი შენიშნეს, რომლებსაც ღია სარკმლებიდან „ქართული ოცნების“ დროშები ჰქონდათ აფრუაკებული, ხოლო როცა კოლონის სხვა მანქანები გვერდს აუვლიდნენ, იქ მყოფებს დალოცვის ნიშნად პირჯვარს სახავდნენ. ამავდროულად, ერთ-ერთ მანქანას, რომელიც კოლონის შემადგენლობაში იყო, სასულიერო პირი მართავდა. ნათლად ჩანს ,რომ მანქანა კოლონაში შემთხვევით მოხვედრილი არ არის, რადგან მგზავრებს სალონში „ქართული ოცნების“ ატრიბუტები აქვთ. ამასთან, კადრში მოხვედრისთვის ტავის არიდების მიზნით, სასულიერო პირები გადაჭარბებული სიჩქარითაც ხშირად მოძრაობდნენ. სასულიერო პირთა ნაწილმა კი რომლებიც აქციაზე ფეხით მიიჩქაროდნენ აიტივის გადამღები ჯგუფის კამერის წინ პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები