0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხიდიდან ხტომის დროს გუშინ ორი ახალგაზრდა დაიღუპა

ჩამოტვირთვა

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდიდან ხტომის, "როუფ ჯამფინგის" დროს, გუშინ ორი ახალგაზრდა დაიღუპა . არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თოკის გაწყვეტამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ხიდზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დაღუპულები არიან 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი. უნივერსიტეტის მაღლივი ხიდიდან "ჯამფერების" ხტომა დედაქალაქში, საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სპორტია. ხიდის სიმაღე 50 მეტრია, საფრენი მანძილი კი 35 მეტრი. "ჯამპერს" სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება. გადმოხტომა 2 ადამიანზე 100 ლარი ღირს, გუშინდელი დღისთვის კი ფასდაკლება 50 ლარამდე იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები