მსოფლიო
ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგი ფოჩხუა მოკლეს
2012-07-15 18:33:51
ჩამოტვირთვა
გიორგი ფოჩხუას გარდაცვალებაზე შს სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, როგორც საინფორმაციო სააგენტო ინტერნეტ.ჯის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება და მისი შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
როგორც გიორგი ფოჩხუას ოჯახის წევრები აცხადებენ, ექსპერტიზამ მის სხეულზე დაზიანებების არსებობა დაადასტურა - საუბარია სილურჯეებზე სახის არეში და ნაჭდევზე ყელზე, რაც მათი თქმით მიუთითებს, რომ გიორგი ჯერ მოკლეს და ზღვაში შემდეგ ჩააგდეს, რათა დახრჩობის იმიტაცია მოეწყოთ.
ოჯახი ასევე საუბრობს, რომ დაკარგულია გიორგის ჯვრისწერის ბეჭედი და ფოტოაპარატი. მათივე განცხადებით, შს სამინისტრომ საქმე გახსნა და ამჟამად პოლიცია დამნაშავის დაკავებაზე მუშაობს.
გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, წინასწარი ინფორმაციით, იგი უცნობმა ახლაზრდამ მეგობრებისგან მოშორებით გაიყვანა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. გიორგი ფოჩხუას ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გუშინ გამორიყა.
27 წლის გიორგი ფოჩხუა, ზუგდიდი დრამატული თეატრის მსახიობი იყო. ის მონაწილეობას ირებდა რეალით შოუებში.
კომენტარები