0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უწმინდესის ნათლული კიდევ 510 ბავშვი გახდა

ჩამოტვირთვა

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 23-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. უწმინდესის ნათლული 510 ბავშვი გახდა. მონათლულებს, ტრადიციულად, ჯვარი, ნათლობის მოწმობა, სახარება და სანთლები აჩუქეს. კათალიკოს პატრიარქის ნათლული უკვე 11 907 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა საყოველთაო 22-ე ნათლობა ორ ეტაპად გაიმართა: 22 აპრილსა და 6 მაისს, რომლის დროსაც 800-ზე მეტი ბავშვი მოინათლა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ამ ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები