მსოფლიო
პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლის ტაძარში
2012-07-13 18:04:37
ჩამოტვირთვა
სრულიად საქართველო დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულსა და წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა ლოცვა საქართველოს პარტრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ქადაგებისას პატრიარქმა გულის სიწმინდის აუცილებლობაზე ისაუბრა და მრევლს სიკეთის ქმნისკენ მოუწოდა. გარდა ამისა უწმინდესმა არნიშნა, რომ მოახლოვებული არჩევნების გამო ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ.
სვეტიცხოვლის ტაძარში პარტიატქის ქადაგებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკასვილიც ეწსრებოდა. ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დალოცა.
წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა ხსენების დღესა და სვეტიცხოვლობას საქართველოსი მეოთე საუკუნიდან აღნისნავენ. საეკლესიო პირთა განმარტებით 12 მოციქულის ხსენების დღეს ეკლესიის ხსენების დღეა და რადგან სვეტიცხოველი საქართველოს პირველი ტაძარია, ამ დღეს სვეტიცხოვლობაც აღინიშნება.
ისტორიული წყაროების თანახმად მეოთხე საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე მის განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია მირიან მეფის მითითებით სწორედ დღევანდელი სვეტიცხოვლის ადგილას მეოთხე საუკუნის 30იან წლებში აიგო. საუკუნეების მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ განაახლეს რის შედეგადაც მან დღევანდელი დიდებული სახე მიიღო.
კომენტარები