0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვირუსული ინფექციებით დაინფიცირების შემთხვევებმა იმატა

ჩამოტვირთვა

სეზონური ვირუსული ინფექციების რიცხვმა იმატა. სეზონური ინფექციური დაავადებები განსაკუთრებით ბავშებში შეინიშნება. ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადება, რომელიც საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა, სტომატიტია. სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი დაავადებაა, რომელიც ყველაზე მეტი სიხშირით სამ წლამდე ასაკის პატარებში გვხვდება. სტომატიტს ახასიათებს ტემპერატურის მატება. ამ დაავადების დროს ბავშვი გაღიზიანებულია, ეკარგება ჭამის სურვილი. ექიმები მშობლებს ურჩევენ, რომ მსგავსი სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ მიმართონ, რადგან დროული მკურნალობით დაავადების გართულებას თავიდან აიცილებენ. ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. ვირუსული ინფექციები გადამდებია და დაავადებულთან ხშირი კონტაქტი არასასურველია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები