საზოგადოება
ლილოს ინცინდენტში ბრალდებული დააპატიმრეს
2012-07-11 17:09:59
ჩამოტვირთვა
მსხვერპლით დასრულდა ლილოში მომხდარი ქლორის გაჟონვა. 18 წლის ლასა ნარიმანიზე, რომელც დაშავებულტა შორის ყველაზე მზიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა გუსინ ღამით გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით ნარიმანიძეს ქრონიკული ასთმა ჰქონდა, მოწამვლის შედეგად კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რის გამოც დაზარალებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის ფაქტი ბრალად ედება შპს "სენტიმენტალ ჯიემჯის" წარმომადგენელ გოჩა ყულეჭიშვილს, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა „სენტიმელ ჯიემჯის" წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი, რომელსაც ბრალი ედება 288-ე მუხლის მე-3 ნაწილით - გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა , რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ასევე შეგახსენებთ , რომ ამა წლის 6 ივლისს, ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა შ.პ.ს „კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი - მასაც ბრალი ედება 288-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 5 - დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვა 5 ივლისს მოხდა და ინციდენტის შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა. შ.პ.ს "კრისტალის" კუთვნილი ავზიდან ქლორმა მაშინ გაჟონა, როდესაც ახლომდებარე გაჩერებასთან ავტობუსი გაჩერდა. სწორედ ამ ავტობუსში იმყოფებოდა გარდაცვლილი ლაშა ნრიმანიძე.
კომენტარები