მსოფლიო
ქლორის გაჟონვის შედეგად ლილოს დასახლებაში ხალხი მოიწამლა
2012-07-04 05:30:32
ჩამოტვირთვა
ლილოს დასახლებაში ერთერთ კერძო ირანულ საწარმოში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად ათეულობით ადამიანი მოიწამლა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედაქალაქის ყველა კლინიკა საგანგებო რეჟიმით მუშაობს და დაშავებულების მისაღებად მზად არის. ინგოროყვას კლინიკის სამედიცინო პერსონალის განცხადებით, მათს დაწესებულებაში 30-ზე მეტი პაციენტი მოათავსეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მძიმეა 18 წლის ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კომენტარები