0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეროვნული გამოცდების მეორე დღე

ჩამოტვირთვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა 12 ქალაქსა და 17 საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს. პირველი სესიის რეგისტრაციის პროცესს, ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც დაესწრო. მინისტრმა უსინათლო აბიტურიენტი რეგისტრაციის გასავლელად თვითონ მიყვანა. ესმამ არჩევანი საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე შეაჩერა. მასთან ერთად ერთიან ეროვნულ გამოცდებს მისი ხუთი თანაკლასელიც აბარებს. უსინათლო აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ტესტები ბრაელის შრიფტით მომზადდა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა აბიტურიენტებმა ორ ეტაპად ჩააბარეს. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გრანტის გაუმჯობესების მიზნით, კი რეგისტრაცია 5000-მდე სტუდენტმა გაიარა. წელს საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი აკვირდება. დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა ტექნიკურ უნივერსიტეტში. აბიტურიენტების მსგავსად, წელს გამოცდებს პედაგოგებიც ჩააბარებენ, 6 ივლისს სტუდენტები გრანტის გაუმჯობესებას შეეცდებიან. აბიტურიენტები კი მომდევნო გამოცდას 2 ივლისს, უცხო ენაში ჩააბარებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები