საზოგადოება
ივანიშვილმა თაღლითობა და მაქინატორობა დაიწყო
2012-06-28 17:01:19
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილმა კომბინატორობა და მაქინატორობა, რუსეთის მსგავსად საქართველოშიც დაიწყო. ამჯერად „პრესა.ჯი“ გთავაზობთ ივანიშვილის კომბინატორობის დამადასტურებელ კიდევ ერთ ფაქტს: ოფიციალურ წერილს, რომელიც მან თავისი კომპანიების ფიქტიურ მფლობელს გაუგზავნა და რომლითაც თავისი კომპანიების შვილზე, უტა ივანიშვილზე გადაფორმება მოითხოვა და სანოტარო აქტს, რომლითაც მილიარდერმა საკუთარი ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა.
პირველი შემთხვევა ცალსახად მიანიშნებს, როგორი გზებით ცდილობს ივანიშვილი, რეალურად ნაკლები ქონების მფლობელი გამოჩნდეს, რითაც თავს აარიდებს ქონების დაყადაღებას ან სხვა მოსალოდნელ, კანონიერ ქმედებებს მის წილებთან დაკავშირებით.
ხოლო მეორე შემთხვევა ცხადყოფს, რომ 2012 წლის 19 ივნისამდე, ანუ, ამ სანოტარო აქტის შედგენამდე „თხემით ტერფამდე საქართველოზე შეყვარებული“ ბიძინა ივანიშვილი დოკუმენტაციას ხელს ქართულად არ აწერდა - მისი ხელმოწერები რუსული იყო...
2012 წლის 19 ივნისს, თბილისი, ჭავჭავაძის 39 ა-ში, ნოტარიუს ეკატერინე გვანცელაძეს მიმართა მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა და მიიწვია ის ერეკლე მეორის მოედანზე, თავის ოფისში, ხელმოწერის ნოტარიული წესით დასამოწმებლად.
ნოტარიუსმა შეამოწმა პირადობა, ქმედითუნარიანობა, დარწმუნდა მისი ნების გამოვლენაში და მისი თანდასწრებით შესრულებული ხელმოწერა დაადასტურა. ეს ქმედება არ ნიშნავს ხელმოწერილი დოკუმენტის დადასტურებას - მისი შესრულებით მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობა დასტურდება.
„პრესა.ჯი“ აქვეყნებს როგორც ვინმე ბ-ნ ვასილიადესისთვის გაგზავნილ წერილს, ასევე ნოტარიუსის ჩანაწერს ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით.
აქამდე მის მფლობელობაში მყოფი კომპანიების უტა ივანიშვილისთვის გადაცემის თხოვნის შემცველი წერილი რუსულ ენაზე შედგენილია.
კომენტარები