მსოფლიო
რა აკავშირებს ივანიშვილსა და კალაძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან
2012-06-28 12:32:20
ჩამოტვირთვა
მოსკოვში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, მინდია გულუამ "პრესა.ჯი"-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა კანდიდატმა მას ე.წ. კანონიერი ქურდები მიუგზავნა. გულუას განცხადებით, ქურდების შეკრება იმ ქალაქში ჩატარდა, სადაც იმ დროს "მეოცნებე" კახა კალაძე იმყოფებოდა. ბიზნესმენის თქმით, კრიმინალების შეკრებაზე გადაწყდა, რომ მისთვის მოსკოვში მცხოვრები ე.წ. ქურდები მიეგზავნათ.
„მე არ ვიცნობ პირადად კახა კალაძეს და მასთან არაფერი საქმე არ მაქვს. თუმცა, როდესაც საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგე, რომ კახა კალაძე მილანში იმყოფებოდა და მან ე.წ. კანონიერი ქურდები შეკრიბა, დავინტერესდი, ვინაიდან იქ ჩემი გვარიც გაჟღერდა. შემდეგ, იმ ქალაქში გავგზავნე ჩემი წარმომადგენლები... მათ კი დაადგინეს, რომ იმ დღეს, რაზეც მედია-საშუალებით იყო საუბარი, კახა კალაძე არ იმყოფებოდა მილანში. კალაძე იმ დროს იყო კანში. მეტიც, ეს ე.წ „ქურდული სხადნიაკი“ ჩატარდა არა მილანში, არამედ - ქალაქ კანში. ესწრებოდა თუ არა, კახა კალაძე შეკრებას, მე ამას არ ვიტყვი, რადგან იურისტი ვარ და ზუსტი მტკიცებულება თუ არ მექნება, ბუნებრვია, მაშინ ამ განცხადებაზე პასუხი უნდა ვაგო.“
განაცხადა გულუამ პრესა ჯისთან საუბრისას. გულუას თქმით, კალაძე რომ კანში იმყოფებოდა, ამას მისი დაცის სამსახურიც დაადასტურებს.
„რა ხდებოდა ე.წ სხადნიაკზე და ვინ სად გააგზავნეს, ამის შესახებ უნდა ჰკითხოთ პირადად კალაძეს. უბრალოდ, მინდა გავაფრთხილო ისინი ვინც ქართულ პოლიტიკაში მოდიან, რომ ქურდულად და ბანდიტურად საქმე არ წყდება. მე ვიცი ვინც არის ავტორი ამ შეხვედრისა. ვინ ესწრებოდა შეხვედრას, სიის მიხედვით ვიცი ყველაფერი, მაგრამ ახლა არ შემიძლია ისინი დავასახელო. ერთი მიზეზის გამო. მე რომ ახლა დავასახელო ივანიშვილი, პეტრიაშვილი ან ვინმე სხვა, მაშინ იურიდიულად უნდა ვაგო პასუხი. თორემ დიახ, ვიცი ვინ იყვნენ მოსულები და ვისი სახელითაც იყვნენ ჩემთან. დაიჭერენ იმ ადამიანებს, ვინც ახლა იძებნება და გაირკვევა ყველაფერი.“ - განაცხადა გულუამ პრესაჯისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
კომენტარები