საზოგადოება
რა სიხალეები იქნება 2012 წლის მისაღებ გამოცდებზე
2012-06-27 19:20:03
ჩამოტვირთვა
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ხვალიდან დაიწყება. დილიდან 12 ქალაქში აბიტურიენტებისთვის 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ამ დროისათვის, ცენტრებში უკვე დამონტაჟებულია 850-მდე ვიდეოთვალი, 9000-ზე მეტი ახალი მერხი კი უკვე აბიტურიენტების მოლოდინშია. წელს საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ეყოლება.
2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე სიახლე იქნება. წელს პირველად აბიტურიენტებმა რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით გაიარეს, სადაც შვიდის ნაცვლად, ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევა შეეძლოთ. გარდა ამისა, სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 10%-ით გაიზარდა. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი - 8+1 ამოქმედდება.
აბიტურიენტების მსგავსად, წელს გამოცდებს პედაგოგებიც ჩააბარებენ, 6 ივლისს სტუდენტები გრანტის გაუმჯობესებას შეეცდებიან, 12-13 ივლისს კი გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ. განათლების სამინისტრო გამოცდების საბოლოო შედეგებს, ოქტომბრის ნაცვლად, 25 აგვისტოს გამოაცხადებს
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გრანტის გაუმჯობესების მიზნით, კი რეგისტრაცია 5000-მდე სტუდენტმა გაიარა. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას დაახლოებით 7500 სტუდენტი ჩააბარებს.
კომენტარები