0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპული ტრამვაი თბილისში

ჩამოტვირთვა

თბილისის ქუჩებში მალე ტრამვაი დაბრუნდება. ტრანსპორტი, რომელიც ევროპის ქვეყნებში გადაადგილების ყველაზე კომფორტულ და სწრაფ საშუალებად მიიჩნევა, უკვე ჩვენს დედაქალაქშიც იმოძრავებს. ტრამვაის ახალი ხაზი 14 კილომეტრი სიგრძის იქნება და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, ვაკისა და სოლოლაკის გავლით, ორთაჭალას დაუკავშირდება. ტრამვაის ქსელის ტექნიკური პროექტი მოსახლეობის გამოკითხვაზე დაყრდნობით მომზადდა. ახალსა და თანამედროვე ტრამვაის ნაკლები ვიბრაცია ექნება და უხმაურო იქნება. მერიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მგზავრობის საფასური, ახლანდელ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შდარებით, დაბალი იქნება. დედაქალაქში, ტრამვაის დაბრუნების პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერიასა და ფრანგულ საინჟინრო კომპანია „სისტრას“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი 2010 წელს გაფორმდა. ქალაქში ჩატარდა ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ფინანსური ანალიზიც. პროექტის ტექნიკური შესაწვლაც უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, კომპანია “სისტრა“ და მერია, საზოგადოებასთან ერთად, საჯარო განხილვებს აწყობენ. კომფორტული, სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი დედაქალაქში სულ რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება. ამიტომ, შესაძლოა, ყვითელი ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და გადატვირთული მოძრაობაც წარსულს ჩაბარდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები