საზოგადოება
ცოლის მკვლელობისათვის ბრალდებულს 14 წელი მიუსაჯეს
2012-06-26 12:43:41
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა შურღაიას განზრახ მკვლელობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მას 14 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ლაშა შურღაიმ მაია ჩილაჩავას, ცივი იარაღით, გულმკერდის არეში, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, მაია ჩილაჩავა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, ხოლო შურღაია პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა უტყუარი მტკიცებულებებით, იგი დამნაშავედ ცნეს. სასამართლო ექსპერტის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გახმაურებელი მკვლელობა 2012 წლის 25 იანვარს თემქის დასახლებაში მოხდა. ბოლო პერიოდში, ბრალდებული მუდმივად ეჭვიანობდა თავის მეუღლეზე. მკვლელობის დროს მაია ჩილაჩავა ლაშა შურღაიას დის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა.
კომენტარები