მსოფლიო
პირველად საქართველოში - ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა
2012-06-25 21:18:55
ჩამოტვირთვა
პირველად საქართველოში - ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა. სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგი” და სადაზღვევო ბროკერი ”გრას სავუა” მომხარებელს ერთობლივ სადაზღვევო პროდუქტს – “ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევას” სთავაზობენ. საერთაშორისო დაზღვევით სამედიცინო მომსახურების მიღება, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში იქნება შესაძლებელი.
პოლისის მფლობელს მსოფლიოს 120 ქვეყანაში შეუძლია მისი გამოყენება. სადაზღვევო პაკეტის მინიმალური ფასი 40 ევრო იქნება. ასაკობრივი ლიმიტი 0-დან 75 წელია. კომპანია კორპორატიულ კლინეტებს დამატებით შეღავათებს სთავაზობს.
კომენტარები