0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები საქართველოში

ჩამოტვირთვა

არტ-თერაპია, მუსიკო თერაპია, სპორტთერაპია და სხვა მსგავსი მეთოდები მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებზე დადებით გავლენას ახდენს. აღნიშნული მეთოდი საქართველოში 2005 წელს დაინერგა და თვალშისაცემ შედეგსაც მიაღწია, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი თერაპიის კურსები ფინანსური პრობლემების გამო შეჩერებულია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2011 წლისთვის საქართველოში 82 ათასი ფსიქიურად დაავადებული ადამიანი იყო დარეგისტრირებული. როგორც სპეციალისტები განმარტავენ აღნიშნული მაჩვენებელი არასრულია, რადგან ამ სიაში მხოლოდ ის პაციენტები მოხვდნენ რომლებმაც მკურნალობის კურსი გაიარეს, ნამდვილი მაჩვენებელი კი სავავაუდოდ ბევრად უფრო მაღალია. ფსიქიატრთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით ფსიქიურად დაავადებულთა ზუსტი აღწერა საქართველოში მეოცე საუკუნის 30იანი წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა. სპეციალისტების განმარტებით ფსიქიური დაავადებები ადამიანებში 18-19 წლის ასაკიდან მჟღავნდება, თუმცა დაკვირვების შემთხვევაში საშიშროების წინასწარ განჭვრეტაც შეიძლება. ზედმეტად უცნაური, აგრესიული, სასტიკი, არამოტივირებულად ჯიუტი, კრიმინალისკენ ადრეულ ასაკში მიდრეკილი ეს ის სიმპტომებია, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშობელი ვალდებულია შვილი ფსიქოლოგთან წაიყვანოს. ფსიქიური დაავადებების ძირითად მანიპულატორად სპეციალისტები გარემო ფაქტორებს ასახელებენ, არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ გენეტიკაც. ფსიქიური დაავადებების გენეტიკურად გადაცემის შესაძლებლობა მაქსიმუმ 47%-ია დანარჩენ შემთხვევეში კი ძრითადი გამომწვევი მიზეზი გარემო გახლავთ. მაგალითისთვის სპეციალისტები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში პოსტტამვული ფსიქიური აშლილობით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა. დღეისათვის საქართველოში 15მდე ფსიქიური საავადმყოფო და 20მდე დისპანსერი ფუნქციონირებს, თუმცა ისინი სულ რაღაც ერთი წლის წინ ამოქმედდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ფსიქიატრიაში სერიოზული წარმატებები ჯერ კიდევ მიუღწეველია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები