მსოფლიო
ამერიკაში მოკლული ქართველის მკვლელობა და ახალი დეტალები
2012-06-26 10:10:07
ჩამოტვირთვა
ამერიკაში მოკლულ ქართველ ახალგაზრდას საქართველოში 28 ივნისს გადმოასვენებენ. ბექა ზარდიაშვილის მშობლები თბილისში, წინა დღით, 27 ივნისს ჩამოფრინდებიან. დაკრძალვისა და გადმოსვენების ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.
უკვე ცნობილია ბექა ზარდიაშვილის მკვლელობის მოტივის ახლი ვერსია. რომლის თანახმად ბრალდებულსა და ზარდაიშვილს შორის შელაპრაკება, სამსახურებრივი უთანხმოებისს საფუძველზე, მოხდა. ცნობილია ასევე ისიც, რომ ბრალდებული ზამან ლოუსონი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ლოუსონი და ბექა ზარდიშვილი თევზის მაღაზიაში ერთსა და იმავე თანამდებობაზე მუშაობდნენ. ბრალდებული დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულდებდა, რაზეც ზარდიაშვილმა მას შენიშვნა მისცა. ამან ლოუსონის გაღიზიანება გამოიწვია და ზარდიაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
გუშინ, ამერიკაში, გარდაცვლილის სულის მოსახენიელი პანაშვიდი გადაიხადეს. ბექა ზარდიაშვილი ნიუ-იორკში სწორედ იმ ტაძარში გადაასვენეს, სადაც თავად სტიქაროსნად მსახურობდა. მოკლული ამერიკაში ზამან ლოუსონთან ერთად ცხოვრობდა. ბექა ზარდიაშვილის ახლობლები იხსენებენ, რომ ისინი მეგობრობდნენ და ბექა მის საქართველოში ჩამოყვანასაც კი გეგმავდა. ნათესავები და ახლობლები ბექა ზარდიაშვილს დადებითად ახასიათებენ.
ზარდიაშვილის მშობლებმა უკვე აიყვანეს ადვოკატი, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირაში დაინიშნება. დაკავებულ ზამან ლოუსონს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.
ბექა ზარდიაშვილი მერილენდის ქალაქ ბალტიმორში ყელგამოჭრილი იპოვეს. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ოჯახს ამერიკელმა სამართალდამცველებმა მიაწოდეს.
კომენტარები