მსოფლიო
წინასაარჩევნოდ ყველა სატელევიზიო არხი ყველა საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით გადაიცემა
2012-06-22 17:21:07
ჩამოტვირთვა
წინასაარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხი ყველა საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით გადაიცემა. ეს ინიციატივა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა. დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტში მუშაობენ ინციატივაზე, რომლის მიხედვითაც ყველა სატალევიზიო ახრს მიეცემა საშუალება, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მიაწვდინოს ხმა. მისივე თქმით, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და, საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას.
ინიციატივის თანახმად, საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო მაუწყებელს დაეკისრება ვალდებულება ყველა არხი ჩასვას თავის პროგრამაში. ვალდებულება მათ მხოლოდ წინასაარჩევნო პერიდოში ექნებათ. დეპუტატები აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებენ და ამობებენ, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინფორმაციის გამჭირვალეობას და მეტ დემოკრატიულობას.
დავით ბაქარძემ ეს განცხადება იმედის პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისივე თქმით, პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას უახლოეს სხდომაზე განიხილავს. მანამდე კი საკითხის ინიცირება მომდევნო კვირაში ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კომენტარები