0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნიჭიერი ნონა გიუნაშვილი itv-ის ობიექტივში

ჩამოტვირთვა

ალბათ იცანით, ეს ის გოგონაა, რომელმაც მოახერხა და ქართველი მაყურებელი მართლაც გააოცა. პროექტ „ნიჭიერის“ ერთ–ერთი აღმოჩენა დღეს „აიტივის“ სტუმარია. ნონა გიუნაშვილის მიერ ქვიშით შექმნილი ემოცია მაყურებელს, რათქმაუნდ,ა არ დაავიწყდება, თუმცა დღეს ჩვენ სწორედ იმას გიამბობთ, საიდან გაუჩნდა ერთ, ჩვეულებრივ გორელ გოგონას თავისი განცდების ასეთი ფორმით გამოხატვის სურვილი. აგვისტოს ომის შემდეგ, ადგილს ვერ პოულობდა. ამბობს, რომ სულ თვალწინ ედგა ის მძიმე და ტკივილიანი დღეები და ამ ემოციისგან ვეღარასდროს ვერ გათავისუფლდა. მოულოდნელად გადაწყვიტა, სათქმელი ამ ფორმით ეთქვა. „აიტივის“ მაყურებელს მოკლედ მოვუთხრობთ ნიჭიერი ახალგაზრდა ქალის შესახებ: ნონა მხატვარია, გორის ერთ–ერთ საჯარო სკოლაში ბავშვებს ხატვას ასწავლის, 27 წლის გოგონა ორი შვილის დედაა, ჰყავს ათი წლის ბიჭი და რვა წლის გოგონა. ყველაზე მეტად, თურმე, მეუღლე გულშემატკივრობს, ამბობს, რომ ცხოვრებაში თამამი არ არის და ყოყმანობდა, სანამ „ნიჭიერში“ მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა მისი დარწმუნება მეუღლემ შეძლო, დღეს უკვე ფინალისტია და თვითდაჯერებულობაც შეემატა. ნონა ამბობს, რომ მისი საფინალო ნომერი ძალიან ემოციური იქნება. ჩვენს სხვა რაღა დაგვრჩენია, სიურპრიზს დაველოდოთ და ახალგაზრდა მხატვარს წარმატებები ვუსურვოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები