მსოფლიო
უპასუხო კითხვები გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით
2012-06-20 19:27:06
ჩამოტვირთვა
შეუძლია თუ არა გენმოდიფიცირებულ საკვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა -ეს ის კითხვაა, რომლის პასუხსაც სხვადასხვა ეროვნების მეცნიერები უკვე წლებია ეძებენ, მაგრამ ამ საკითხის ბოლომდე გამოკვლევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
გენმოდიფიცირებული საკვები მსოფლიოს შიმშილისგან გადარჩენის მიზნით შეიქმნა. ის მიიღება ხელოვნურად შექმნილი თესლებისგან, რომლებიც შეიცავენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულ გენომს. სასოფლო–სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა დაავადებისა და მღრღნელის წინააღმდეგ, ზრდის შენახვის ვადებს. გენმოდიფიცირების შედეგად იზრდება მოსავლის რაოდენობა და ზომა, მაგრამ მიღებული პროდუქტი არ შეიცავს ვიტამინებს.
გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში 2 განსხვავებული აზრი არსებობს. ამბობენ, რომ ეს არის მსოფლიო მოსახლეობის შიმშილისგან დახსნის ერთადერთი გამოსავალი, მეორე მხარე ამტკიცებს, რომ გენმოდიფიცირებული საკვები ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა და დროთაგანმავლობაში მძიმე დაავადებების წარმოქმნის საშიშროებას იწვევს.
გენმოდიფიცირებულ საკვებს მოიხმარენ ისეთი დიდი ქვეყნები, როგორებიცაა ამერიკა, ჩინეთი კანადა, ავსტრალია და ა.შ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც გენური ინჟინერიით მიღებულ პროდუქტებზე კატეგორიულ უარს ამბობენ, შვეიცარიაა. შვეიცარიამ მოსახლეობაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, უარი თქვა გენმოდიფიცირებულ კვების პროდუქტებზე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი საკვები აკრძალული არ არის, თუმცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროდუქციის ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს არის თუ არა საკვები მოდიფიცირებული.
მსოფლიოში გენური ინჟინერიით, ყველაზე დიდი რაოდენობით, სოიას, სიმინდსა და ხორბალს მიიღებენ. ამ მარცვლეული კულტურით მრავალნაირ საკვებ პროდუქტებს, კერძოდ, საკონდიტრო ნაწარმს, პურ-ფუნთუშეულსა და სხვა პროდუქტს აწარმოებენ.
კომენტარები