მსოფლიო
კახი კალაძე მილანში ე.წ. 8 კანონიერ ქურდს შეხვდა
2012-06-20 14:00:36
ჩამოტვირთვა
„მეოცნებე“ კახა კალაძე, 14 ან 15 ივნისს იტალიის ქალაქ მილანში 8 ქართველ კანონიერ ქურდს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ბიძინა ივანიშვილისა და ზოგადად, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იყო. საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, კალაძისა და ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდების შეხვედრის შესახებ ვიდეო-აუდიო ჩანაწერი არსებობს, რომელიც სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გამოქვეყნდება.
კახა კალაძემ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ბიძინას დანაბარები გადასცა: თუ ქართველი კრიმინალები სხვადასხვა ქვეყნებში მობილიზებას მოახდენდნენ და ცენტრალიზებულად იმოქმედებდნენ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, ოლიგარქი ივანიშვილი მათ ასეულობით მილიონ დოლარს გადაუხდიდა.
ჯემალ მიქელაძე, თეიმურაზ ნემსიწვერიძე და ვლადიმერ ჯიბლაძე - ეს იმ ე.წ. კანონიერი ქურდების ჩამონათვალია, რომლებიც კახი კალაძის მილანურ შეხვედრაძე იმყოფებოდნენ.
„ქართული ოცნების“ წევრები კატეგორიულად აცხადებენ, რომ კალაძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა, „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა უახლოეს ხანში გამოქვეყნდება.
კომენტარები