მსოფლიო
ერიდეთ მზეს!
2012-06-19 20:38:29
ჩამოტვირთვა
ზაფხულის დადგომასთან ერთად გარუჯვის მსურველები მზეს მიეფიცხნენ. შედეგად დედაქალაქის დამწვრობის ცენტრს უკვე მიმართა მზისგან დამწვარმა 50მა ადამიანმა. მიუხედავად იმისა რომ 2011 წლის ზაფხულში ლეღვის ნახარშთან დაკავშირებულმა ინციდენტებმა თბილისელებს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა, მსგავსი მიზეზით დამწვარი პაციენტების მკურნალობა მედიკებს წელსაც უწევთ.
დერმატოლოგები მზის სხივებისგან თავის დაცვის 2 ხერხს გვთავაზობენ. დერმატო ვენეროლოგ ნინო ოთარაშვილის განმარტებით, გარუჯვის მსურველებმა საკუთარი კანის ჯგუფის მიხედვით შერჩეული დამცავი კრემი უნდა გამოიყენონ. მზის აბაზანების მიღებამდე ასევე სასურველია კანის გამოკვლევა, რადგან დერმატოლოგების განმარტებით დაავადებათა გარკვეულ ნაწილზე მზე უარყოფით გავლენას ახდენს. გარდა ამისა სასურველია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჭარბი რაოდენობით მზის სხივები კანზე ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს.
იმ შემთხვევაში თუ სპეციალისტების რჩევა არ გაითვალისწინეთ, მზეზე დიდი დრო გაატარეთ და კანის დამწვრობა მიიღეთ, ექიმები პირველ რიგში სხეულზე გრილი წყლის გადავლებას გირჩევენ, რის შემდეგაც აუცილებელია სამკურნალო დაწესებულებასა და შესაბამის სპეციალისტს მიმართოთ.
კომენტარები