0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქედუხრელი რაინდი“ - სამშობლოს დამოუკიდებლობას შეწირული მებრძოლი

ჩამოტვირთვა

დღეს საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლებისა და კულტურის სამინისტოს მხარდაჭერით, ნატო მარშანიას წიგნის, „ქედუხრელი რაინდის“, პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომში აფხაზეთის მთავრობის პირველი თავჯდომარის, არზაყან ემუხვარის ცხოვრება და მოღვაწეობაა ასახული. პრეზენტაციას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე, გიორგი ბარამია, და საქართველოს პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. არზაყან ემუხვარი 1880 წელს სოფელ ჩხორთოლში დაიბადა. იგი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო. მან ყველა ღონე იხმარა, რომ აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შესულიყო, როგორც მისი ავტონომიური ერთეული. 1921 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში გაემგზავრა. 1921-დან 1939 წლამდე ცხოვრობდა ქ. პრაღაში, სადაც სათავეში ედგა ქართველთა კოლონიას. 1939 წლის 26 მარტს, პარიზის საავადმყოფოში, მოულოდნელად, სისხლის მოწამვლისაგან გარდაიცვალა. იგი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, ნოე ჟორდანიას გვერდით, განისვენებს. ავტორი წიგნზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს ნაშრომი მისი დიდი წინაპრის - საქართველოსა და აფხაზეთის დიდი პატრიოტის, სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ბრძოლას შეწირული ემუხვარის ხსოვნას მიუძღვნა. პრეზენტაციის პარალელურად, აფხაზეთში, სამურზაყანო სკოლების - პირველი საგანმანათლებლო კერების საარქივო მასალების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XVIII-XIX საუკუნის დოკუმენტები. არზაყანმა აირჩია საზოგადო მოღვაწისა და რევოლუციონერის გზა. ის არ შეეგუა საქართველოს ოკუპაციას და თავისუფლების დაკარგვას ემიგრაციაში სიკვდილი ამჯობინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები