0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ატესტატების გაცემა დაიწყო

ჩამოტვირთვა

იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა დაიწყო. მეთორმეტეკლასელებმა ატესტატის მისაღებად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარმოადგინონ. განცხადების წარდგენიდან კი მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტი უფასოდ გაიცემა. რუსთავის იუსტიციის სახლში დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ რუსთავის №4 საჯარო სკოლის რამდენიმე კურსდამთავრებულს ატესტატები პირადად გადასცეს. იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, სახელმწიფო დოკუმენტის მიღებისას დაჩქარებული მომსახურების სერვისიც მოქმედებს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ატესტატის მიღება, განცხადების წარდგენიდან როგორც იმავე დღეს, ასევე მე–2, მე–3, ან მე–5 სამუშაო დღეს შეეძლებათ. სრული ზოგადი განათლების ატესტატის მსგავსად, ამავე დაწესებულებებში, მეცხრე კლასის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და საშუალო საფეხურის სერტიფიკატიც გაიცემა, ეს იმ პირებისთვის, რომელებიც გამოსაშვებ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, ან მონაწილეობას არ მიიღებენ. იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების დუბლიკატების გაცემაც მოხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები