0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაატარე ზაფხული flydubai-სთან ერთად

ჩამოტვირთვა

თუ ჯერ კიდევ გეგმავთ დასვენებას, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai გირჩევთ სად დაგეგმოთ ყველაზე საინტერესო დასვენება და გააერთიანოთ დუბაისა და ეგზოტიკური ნეპალის ან ომანის ტური. მით უფორ მაშინ, როდესაც დუბაიში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე „დუბაის საზაფხულო სიურპრიზების“ ფესტივალის დროა. რეგიონის ყველაზე ღირსშესანიშნავი საზაფხულო გასართობი და შოპინგ ფესტივალი წელს უკვე მეთორმეტედ ტარდება. ტურისტებს დუბაის მზიანი, ოქროსფერი ქვიშის სანაპიროებზე დასვენება, შოპინგი, გართობა, გათამაშებებში მოგება და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით დატკბობა შეუძლიათ. დუბაის შემდეგ, კი შრილანკაში მოგზაურობის დროა, სადაც ფრენებს ასევე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai ახორციელებს: კუნძულზე მოხვედრა ქართველი ტურისტებისთვის კომპანია flydubai-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლამდე ფაქტიურად შეუძლებელი იყო. დღესდღეობით კი კომპანია, თბილისი -დუბაის მიმართულებით კვირაში 3 რეისს ასრულებს, ხოლო დუბაიდან 3 საათის ფრენის მანძილზე უკვე საოცნებო კუნძულზე ხარ. აქაა ყველაფერი, რაც ეგზოტიკური მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს და ასევე, მათაც ვისთვისაც უცხო კულტურათა აღმოჩენა ნანატრი ოცნებაა. იმოგზაურეთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია ფლაიდუბაისთან ერთად და აღმოაჩინეთ ზღაპრული კუნძული.ზაფხული ხომ სწორედ ზღაპრული დასვენების დროა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები