მსოფლიო
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სტატისტიკა - 887 კაცი და 89 ქალი
2012-06-15 21:22:38
ჩამოტვირთვა
ის, რომ ამ ბოლო წლებში კანონი ამოქმედდა და დანაშაულთა რიცხვმა აშკარად იკლო, ამ საკითზე უკვე არარავინ კამათობს და ეს ფაქტი თავისთავად ცხადია; თუმცა, ჯერჯერობით კვლავ მძიმე მდგომარეობაა ოჯახური ძალადობის მხრივ. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2007–2011 წლების სტატისტიკას აქვეყნებს.
2007 – 2011 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოჯახური ძალადობის 973 ფაქტი დაფიქსირდა, რომელში მონაწილე პირთა რაოდენობამ 1997 ადამიანი შეადგინა. ამავე პერიოდში მოძალადის სახით დაფიქსირებულია 887 მამაკაცი და 89 ქალი, ხოლო მსხვერპლის სახით თანაფარდობა 117 904–ზეა ქალების სასარგებლოდ. მსხვერპლი მამაკაცების ყველაზე დიდი ასაკობრივი სეგმენტია 45 წლის ასაკს ზემოთ მყოფი პირები, ქალების კი 25– 44 წლების ინტერვალში მყოფი პირები.
რა არის ოჯახური ძალადობის გამომწვევი მიზეზები და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ოჯახური ძალადობის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. სპეციალისტების თქმით, ყველაფრის სათავე არასრულფასოვნების კომპლექსი ყოფილა. ფსიქოლოგ თამარ ობოლაძის განცხადებით, საზოგადოებაში არარეალიზებული, არასრულფასოვანი ადამიანები საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ოჯახებში ცდილობენ და მსხვერპლად ოჯახის წევრებს ირჩევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. ფსიქოლოგიური ძალადობის 1160, ხოლო ფიზიკური ძალადობის 740 შემთხვევა ფიქსირდება. ძალადობის ფაქტების რაოდენობით, თბილისი პირველ ადგილზეა, დედაქალაქში, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 632 ძალადობის ფაქტია დაფიქსირებული. მეორე ადგილზეა აჭარის რეგიონი.
2010 – 2012 წლებში 3952 ოჯახური კონფლიქტია დაფიქსირებული, ოჯახური კონფლიქტის მხარეები არიან ცოლ–ქმარი, მშობელი და შვილი, ხოლო არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირების შემთხვევაში კი სჭარბობს ალკოჰოლური თრობა, ქონებრივი დავა და ეჭვიანობა.
სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები.
საქართველოს რეგიონებს შორის, არასრულწლოვანთა დანაშაულის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში – 1524 შემთხვევა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულის სახეებია ქურდობა და ცივი იარაღის ტარება. 2011 წელს არასრულწლოვანთა მიმართ დაფიქსირდა ძალადობის 206 შემთხვევა.
მონაცემებზე დატრდნობით ირკვევა, რომ ყველაზე სავალალო მდგომარეობაა ოჯახური ძალადობის თვალსაზრისით, ვინაიდან ძალადობის მსხვერპლნი მათ მიმართ განხორციელებულ დანაშაულს მალავენ. ამგვარ ვითარებათა თავიდან ასაცილებლად ფსიქოლოგები დანაშაულის გამოაშკარავებასა და სამართალდამცველების საქმეში ჩართვას აუცილებლად მიიჩნევენ, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ოჯახური დანაშაულის მსხვერპლნი მათზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ძალიან ხშირად იმ მოტივით მალავენ, რომ მათივე ოჯახის მოძალადე წევრი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არ მიეცესა. თუმცა ამის შედეგად, დაუსჯელობით წახალისებილ მოძალადეებს კიდევ უფრო დიდი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ.
კომენტარები