მსოფლიო
ნაფიცმა მსაჯულებმა დავით რუსიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს
2012-06-14 21:34:52
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით რუსიშვილს ზურა ტარყაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრაზ მკვლელობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
12 -მა ნაფიცმა მსაჯულა დავით რუსიშვილი სამ მუხლში დამნაშავედ სცნო. განაჩენის გამოსატანად ნაფიცი მსაჯულები 4 საათი და 53 წუთი მსჯელობდნენ. სასამართლომ 19 წლის დავით რუსიშვილი იარაღის ტარებაში, განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურ დანაშაულში მონაწლებისთვის სცნო დამნაშავედ.
სასამართლომ ხვალ სასჯელის განსაზღვრის სხდომა 11 საათზე დანიშნა. სხდომაზე ბრალდებულს სასჯელს შეუფარდებენ, ნაფიც მსაჯულებს კი უფლება აქვთ სასჯელის 2/3 გაზრდა ან შემცირება მოითხოვონ.
დავით რუსიშვილს, ბრალად გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაზრახ მკვლელობა ედება.
გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის მქონე 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის დავით რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა განახორციელა.
ზურა ტარყაშვილს თბილისის ცენრალურ ქუჩაზე სამივე მათგანმა ცეცხლი ერთდროულად გაუხსნა. მას 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის სამი საკონტროლო გასროლა თავის არეში. შს სამინისტრომ, რუსიშვილი მკვლელობის მესამე დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა თუმცა, მოგვიანებით, ჩვენება შეცვალა. ბრალდებულის ადვოკატები ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ 12 ნაფიცი მსაჯული რუსიშვილის უდანაშაულობაში დაერწმუნებინათ, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა მათი მტკიცებულებები გააბათილა.
კომენტარები