საზოგადოება
ექიმების რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებში
2012-06-14 17:49:34
ჩამოტვირთვა
დღეს თბილისში ტემპერატურამ პიკს მიაღწია. ცხელმა ამინდებმა, ადამიანის ჯანმრთელობაზე, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს, რაც, ზოგშემთხვევაში, ლეტალური შედეგით სრულდება. სინოპტიკოსები, ტემპერატურის მკვეთრ დაწევას მომდევნო დღეებშიც არ ელოდებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. სპეციალისტების თქმით, მაღალ ტემპერატურას განსაკუთრებით ახალშობილები უნდა მოვარიდოთ. ზრდასრულმა ადამიანებმა კი რაც შეიძლება ბევრი მინერალები და მარილები მიიღონ. ასევე მნიშვნელოვანია კარგად კონდიცირებულ გარემოში ყოფნა. სითბურ დაავადებებთან ერთად, ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევებიც. ამიტომ ექიმები გვირჩევენ, მზის გულზე დაწოლისა და ნამზეურის მიღებისგან თავი შევიკავოთ.
ზაფხულის ცხელ დღეებში, კრემიან ნამცხვრებს, შებოლილ საკვებსა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებას უნდა მოვერიდოთ - ასეთია მედიკოსების რჩევა. ექიმების რეკომენდაციით, როდესაც ტეპერატურა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება, ბავშვებს თხელი სამოსი უნდა ჩავაცვათ, რათ გადახურება თავიდან ავიცილოთ.
სწრაფად დაღლა, სისუსტე, გულის რევის შეგრძნება - მსგავსი სიმპტომები შესაძლოა, ზედმეტად ცხელი ამინდებით იყოს გამოწვეული. ასეთ შემთხვევებში, ექიმთან ვიზიტი აუცილებელი ხდება.
მედიკოსები გვირჩევენ, მაღალი ტემპერატურის დროს გარეთ გასვლას მოვერიდოთ და დიდი რაოდენობით სითხე მივიღოთ. დაუდევრობა და უყურადღებობა, შესაძლებელია, ლეტალური შედეგით დასრულდეს.
კომენტარები