0 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკაშვილების ოჯახის ბრალდება ინგოროყვას კლინიკას

ჩამოტვირთვა

მამუკაშვილების ოჯახი ინგოროყვას კლინიკას ბრალდებებს უყენებს. გარადაცვლილი, ზვიად მამუკაშვილი საავადმყოფოში 4 ივლისს მოათავსეს, სადაც მას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრების მტკიცებით, ექიმებმა 23 წლის ახალგაზრდას ოპერაცია მაშინ ჩაუტარეს, როდესაც ის გარდაცვლილი იყო. მამუკაშვილები ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოდან გვამი უკვე გახრწნილი გადაასვენეს. მამუკაშვილებს მკურნალი ექიმის არ სჯერათ. მათი თქმით, ოპერაციიდან ერთი კვირის განმავლობაში, გარდაცვლილი რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავდათ მოთავსებული. დაღუპულის და აცხადებს, რომ უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ ჰყოლიათ. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ექიმებმა იცრუეს, რათა ოჯახისათვის ფული გამოეძალათ და სამედიცინო დახმარებისათვის გადასარიცხი თანხები გაზრდილიყო. ოჯახს 12 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. გარდაცვლილის ოჯახი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზვიად მამუკაშვილის დაღუპვამდე მომხდარ ჩხუბსაც. მათი თქმით, მამუკაშვილი მეგობრებს შელაპარაკების დროს შემოაკვდათ. ისინი ითხოვენ, რომ გამოძიება დროულად დაიწყოს. გარდაცვლილის დედა, ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმების პროფესიული საქმიანობის შესწავლას სთხოვს. ოჯახის წევრები ასევე ითხოვენ, რომ გვამს დასაფლავებამდე ექსპერტიზა ჩაუტარდეს და გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდეს. სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის გამოქვეყნებამდე, ინგოროყვას კლინიკის დირექტორმა „აიტივისთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები