0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ისტორიული ნაშთების კვალი - უნიკალური აღმოჩენა თბილისში

ჩამოტვირთვა

თიხის ქოთანი, ლანგარი, დოქი და ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები.... ისან-სამგორის რაიონში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო პირებმა, კუთვნილ მიწაზე მშენებლობის დროს, სამარხს მიაკვლიეს. ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც გათხრით სამუშაოებს ატარებენ და ცდილობენ, გაარკვიონ, კიდევ მალავს თუ არა ცაბაძეების მიწის ნაკვეთი სხვა ისტორიულ საგანძურს. ცაბაძეების ოჯახი, ბიზნესის გაფართოების მიზნით, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა და შემთხვევით აღმოაჩნეს, რომ მათი მიწა ისტრიული საგანძურის მემკვიდრე ყოფილა. კიდევ რა ისტორიულ სიმდიდრეს მალავს ცაბაძეების კუთვნილი მიწის ნაკვეთი, სულ მალე, არქეოლოგთა ჯგუფი დაადგენს, მანამდე კი აღნიშნულ ადგილას მიწის გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები