საზოგადოება
კომპანია „პეპსიმ“ დღეს გამარჯვებულები დააჯილდოვა
2012-06-12 19:20:51
ჩამოტვირთვა
კომპანია „პეპსის“ უპრეცენდენტო გათამაშებას უკვე ოთხი ათასზე მეტი გამარჯვებული ყავს. გამარჯვებულები დღეს დიღმის „გუდვილში“ პრიზების გაცემის პუნქტში კომპანიის მენეჯერმა პირადად დააჯილდოვა. აქციის ფარგლებში თამაშდება 45 ცალი X - ბოქსი(360 ფეხბურთის 2012 წლის თამაშით), 4500 ცალი ფეხბურთის ბურთი, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვალების ავტოგრაფებით, და 4500 ცალი „პეპსის“ ექსკლუზიური, 6 ქილიანი, შეკვრა.
გამარჯვებულებს თბილისში პრიზების მიღება ქავთარაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე „გუდვილებში“, ასევე ვეკუას 3–ში მდებარე პოპულში შეუძლიათ. რაც შეეხება რეგიონებს, პრიზები გაიცემა ქუთაისში: რუსთაველის 144–ში მდებარე სუპერმარკეტ „პოპულში“, ზუგდიდში: „ნიკორას“ საფირმო მაღაზიაში რუსთაველის 111–ში, თელავში „ჯი ემ თი“–ში რუსთაველის 110–ში და ბათუმში „ვილმარტში“ ინასარიძის 12 ა–ში.
„პეპსის“ გენერალური დირექტორის, დავით ლომჯარიას, განცხადებით, გაგზავნილი კოდებიდან კომპიუტერი 5 წუთში ერთხელ შემთხვევითობის პრინციპით ავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დღის გათამაშებაში არსებული 1 X - ბოქისის, 100 ფეხბურთის ბურთისა და 100 ცალი 6 ქილიანი შეკვრა „პეპსის“ მფლობელები ხდებიან.
კომენტარები