0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია „პეპსიმ“ დღეს გამარჯვებულები დააჯილდოვა

ჩამოტვირთვა

კომპანია „პეპსის“ უპრეცენდენტო გათამაშებას უკვე ოთხი ათასზე მეტი გამარჯვებული ყავს. გამარჯვებულები დღეს დიღმის „გუდვილში“ პრიზების გაცემის პუნქტში კომპანიის მენეჯერმა პირადად დააჯილდოვა. აქციის ფარგლებში თამაშდება 45 ცალი X - ბოქსი(360 ფეხბურთის 2012 წლის თამაშით), 4500 ცალი ფეხბურთის ბურთი, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვალების ავტოგრაფებით, და 4500 ცალი „პეპსის“ ექსკლუზიური, 6 ქილიანი, შეკვრა. გამარჯვებულებს თბილისში პრიზების მიღება ქავთარაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე „გუდვილებში“, ასევე ვეკუას 3–ში მდებარე პოპულში შეუძლიათ. რაც შეეხება რეგიონებს, პრიზები გაიცემა ქუთაისში: რუსთაველის 144–ში მდებარე სუპერმარკეტ „პოპულში“, ზუგდიდში: „ნიკორას“ საფირმო მაღაზიაში რუსთაველის 111–ში, თელავში „ჯი ემ თი“–ში რუსთაველის 110–ში და ბათუმში „ვილმარტში“ ინასარიძის 12 ა–ში. „პეპსის“ გენერალური დირექტორის, დავით ლომჯარიას, განცხადებით, გაგზავნილი კოდებიდან კომპიუტერი 5 წუთში ერთხელ შემთხვევითობის პრინციპით ავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დღის გათამაშებაში არსებული 1 X - ბოქისის, 100 ფეხბურთის ბურთისა და 100 ცალი 6 ქილიანი შეკვრა „პეპსის“ მფლობელები ხდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები