საზოგადოება
ყველაზე ტრაგიკული და ნაადრევი სიკვდილი ჰოლივუდში
2012-06-12 17:51:58
ჩამოტვირთვა
მათ ყველაფერი ჰქონდათ: დიდება, ფული, სილამაზე, თუმცა სხვადასხვა სამწუხარო მიზეზების გამო ვერ შეძლეს ულამაზესი ცხოვრებით ტკბობა.. ერთად შევიხედოთ ჰოლივუდის არქივში და გავიხსენოთ რამდენიმე ყველაზე მოულოდნელი და ნაადრევი გარდაცვალება შოუბიზნესის ისტორიაში
1) შერონ ტეიტი- მოკლეს 26 წლის ასაკში.
შერონი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლე იყო. წყვილი მსახიობის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაქორწინდა, 1968 წელს.
შერონ ტეიტის სიკვდილის ღამეს პოლანსკი ლონდონში იმყოფებოდა. იმ ღამით შერონი რესტორანში წავიდა სავახშმოდ და შინ მარტო დაბრუნდა. დილით კი მოახლემ შერონის გვამი იპოვა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, იგი მოკლული იყო ამერიკელი კრიმინალის, ჩარლს მენსონის სექტის წევრების მიერ, რომელიც ამტკიცებდნენ, რომ ადამიანების მკვლელობა კეთილშობილური საქმე იყო
შერონთან ერთად დაიღუპა მისი ჯერ კიდევ დაუბადებელი პატარა, რომელიც ორ კვირაში უნდა დაბადებულიყო.
2) ჯინ სიბერგი-გარდაიცვალა 40 წლის ასაკში.
ჯანმრთელი და ლამაზი, სიცოცხლით სავსე ფრანგი მსახიობი ჯინ სიბერგი 1979 წლის აგვისტოში დაკარგულად გამოაცხადეს და 11 დღიანი ძებნის შემდეგ იგი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, ხელში წერილი ეჭირა: "ბოდიში, მაგრამ ასეთი ნერვებით აღარ შემიძლია სიცოცხლე", როგორც გამოძიებამ დაადგინა მსახიობმა თვითმკვლელობის მიზნით აბების დოზას გადააჭარბა. ერთ წელში ჯინის მეუღლემაც თავი მოიკლა.
3) ჯინ ჰარლოუ-გარდაიცვალა 33 წლის ასაკში
ჯინი ძველი ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ იყო აღიარებული და მან სულ რაღაც თექვსმეტი წლის ასაკში მოიპოვა პოპულარობა, მას შემდეგ კამერის მიღმა არასოდეს ყოფილა.
ულამაზესი მსახიობის გარდაცვალების მიზეზად ერთნი ასახელებენ გადაღლას, ალკოჰოლის მოხმარებას, ამ ფაქტს ჯინის დედა უარყოფდა, ხოლო ექიმები იტყობინებოდნენ, რომ ჰარლოუ თირკმლის დაავადებით მკურნალობდა შინ, თუმცა ის სრულიად არ იყო განკურნებული, როცა გადაღებებზე დაბრუნდა, ამიტომ დაავადება შეუბრუნდა უფრო რთული ფორმებით, რასაც დაემატა წნევა, ციებ-ცხელება და გადაღლა, ამ ყველაფერმა კი ჯინ ჰარლოუს სიკვდილი ასე ნაადრევად გამოიწვია.
4) ქეროლ ლომბარდი-გარდაიცვალა 33 წლის ასაკში.
უმშვენიერესი და იმდროინდელ ჰოლივუდში საკმაოდ წარმატებული ქეროლ ლომბარდი კლარკ გეიბლის მეუღლეც გახლდათ.
მეორე მსოფლიო ომი იყო გაჩაღებული მაშინ, როცა ქეროლი დედასთან გაემგზავრა ინდიანაში, მატარებლით, ხოლო იქიდან თვითმფრინავით გამოფრენა დააპირა, მართალია დედა უკრძალავდა ამას, თუმცა მსახიობი მაინც ჩაჯდა თვითმფრინავში და კალიფორნიაში ბრუნდებოდა, როცა აფრენიდან 25 წუთში თვითმფრინავი ლას-ვეგასის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 22დან 15 მგზავრი ადგილზევე დაიღუპა, მათ შორის აღმოჩნდა ქეროლ ლომბარდიც.
5) ლინდა დარნელი- გარდაიცვალა 41 წლის ასაკში
"იდეალური სახის მქონე" მსახიობი ლინდა დარნელი ასევე ახალგაზრდა დაიღუპა. იგი ისვენებდა სოფელში, კერძოდ ილინოისის შტატში ქალიშვილთან ერთად, როდესაც მის სახლს ცეცხლი მოეკიდა. მეხანძრეებმა მოასწრეს ლინდას გოგონას გადარჩენა, ხოლო დარნელი ამ დროს თვითონვე აპირებდა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოღწევას, მაგრამ ეს ვერ შეძლო და დაიწვა.
6) მერილინ მონრო-გარდაიცვალა 36 წლის ასაკში
ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ აღიარებული მერილინ მონრო საკმაოდ უცნაურ და მისტიურ სიტუაციაში დაიღუპა. 1962 წლის 5 აგვისტოს დილას პოლიციაში შემოვიდა მონროს ფსიქოლოგის ზარი, რომელმაც შეატყობინა მათ, რომ მსახიობის გვამი გარდაცვლილი იპოვა მისსავე ბინაში.
ექსპერტიზამ სხეულში აღმოაჩინა სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, დაადგინეს, რომ მათი ორგანიზმში გავრცელება რომელიმე კონკრეტული წამლის "პერედოზიროვკის" ბრალი აღმოჩდა.
გამოძიება ვარაუდობდა, რომ მონრომ წამლების დიდი რაოდენობა თვითმკვლელობის მიზნით მიიღო.
ზოგი კი მერილინის სიკვდილს პრეზიდენტ კენედის უკავშირებს, ამბობდნენ იმასაც, რომ მონროს ბოლო სიტყვა სწორედ "პრეზიდენტი"იყო
7) ჯეიმს დინი- გარდაიცვალა 24 წლის ასაკში
ჯეიმს დინი, თავისმა სიკვდილმა აქცია ლეგენდარულ პიროვნებად.
1955 წლის 30 სექტემბერს ჯეიმსი მართავდა თავის პორშეს, რომელსაც ზედმეტსახელად "პატარა ნაბიჭვარს" ეძახდა. ამ მანქანით მოყვა იგი ავარიაში, კალიფორნიის ტერიტორიაზე. ჯეიმსთან ერთად იყო მისი მეგობარი, რომელიც ავარიას გადაურჩა, ხოლო დინი დაიღუპა, მისი დამტვრეული მანქანიდან ამოყვანა მაშველებს ძალიან გაუჭირდათ და ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
8) ჰეზერ ო რურკი- გარდაიცვალა 12 წლის ასაკში.
ულამაზესი პატარა მსახიობი, რომელიც სტივენ სპილბერგის აღმოჩენა იყო, სულ რაღაც 12 წლის ასაკში დაიღუპა. ფილმ "პოლტერგეისტის" უნიჭიერესი ვარსკვლავი ნაწლავების დაავადებით იტანჯებოდა.
მკურნალობის შემდეგ ის შინ დააბრუნეს და ერთ დილასაც, საუზმობის დროს ჰეზერი ცუდად გახდა, ის მალევე
გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
გოგონას უკანასკნელი სიტყვები იყო: "დედა, მე შენ მიყვარხარ"
კომენტარები