საზოგადოება
40 წლის ქალს ძვლის სიმსივნის გამო სახის ფორმა შეეცვალა
2012-06-12 13:03:59
ჩამოტვირთვა
40 წლის ჩინელს ძვალზე სიმსივნური წარმონაქმნი გაუჩნდა და ბოლო ათი წელია სახე არანორმალურად ეზრდება. ლი ჰონგფანგი გარეგნული ნაკლის გამო, საზოგადოებაში გამოჩენას ერიდება. ახალგაზრდა ქალი მკურნალობას ვერ ახერხებს, ვინაიდან ფინანსური პრობლემები აქვს და 60 ათას ფუნტ სტერლინგს ვერ გადაიხდის.
2001 წელს ლიმ ყბაზე უცნაური გამონაზარდი შენიშნა, თუმცა მაშინ ძვალი არ ტკიოდა და ამიტომ მკურნალობაზე უარი განაცხადა. შემთხვევიდან 4 წლის შემდეგ, ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სამედიცინო დასკვნაში ჩაწერეს, რომ სახეზე 7 სიმსივნური წარმონაქმნი იყო.
ჩინეთის ჯანდაცვის სისტემა ლი ჰონგფანგის მსგავს პაციენტების ფინანსურად ვერ ეხმარება. თუმცა, როგოც მთავრობის წევრები აცხადებენ, 2020 წლისათვის 1.3 მილიარდ ადამიანს გადაურიცხავენ მკურნალობის ხარჯებს.
კომენტარები