საზოგადოება
გლდანის ნაგავსაყრელზე ახალშობილი იპოვეს
2012-06-09 18:30:58
ჩამოტვირთვა
გლდანში დასუფთავების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ დაბადებული ჩვილი ურნაში შემთხვევით მაშინ იპოვა, როცა ნაგვის მანქანით ყუთების დაცლას აპირებდნენ. ახალშობილი, რომელიც მოიშორეს, ყუთში ჩასვეს და ქუჩაში ნაგავსაყრელზე დატოვეს ცოცხალია.
ახალშობილს გაუმართლა, ის ბიჭია და როგორც ექიმები ამბობენ, ძალიან ჯანმრთელი. ახალშობილი საპატრულო პოლიციამ ბავშვთა ახალ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. გამოძიება დაიწყო.
სამართალდამცველები შეეცდებიან დაადგინონ, ვინ არის მიტოვებული ჩვილის დედა და ვინ დატოვა ის ქუჩაში.
კომენტარები