მსოფლიო
უბედური შემთხვევა ბათუმში
2012-06-09 17:50:00
ჩამოტვირთვა
უბედური შემთხვევა ბათუმში. ზღვისპირა კომპლექს მაგნოლიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. გიორგი ძველაია ერთ-ერთი კედლის დემონტაჟის დროს მისმა ფრაგმენტმა მოიყოლა.
გარდაცვლილი ობიექტზე მშენებლობის დაწყებისთანავე, სულ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. ოჯახს პრეტენზია კომპლექსის მშენებელ კომპანიასთან აქვს და მომხდარში "დექსუსს" ადანაშაულებს.
ახლობლები აცხადებენ, რომ "დექსუსმა" ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ნორმების დაცვა. დაღუპული მამაკაცის ოჯახი "დექსუსის" წინააღმდეგ სასამართლოლში სარჩელს შეიტანს.
კომენტარები