0 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას სთავაზობენ მომხმარებლებს თბილისის აუზები

ჩამოტვირთვა

თბილისს ზაფხული უკვე ეწვია და, ხშირი წვიმების მიუხედავად, მოქალაქეები ცხელი დღეებისთვის გეგმებს უკვე აწყობენ. სად დაემალო მზის სხივებს, სად გაგრილდე და სად გაირუჯო ამ კითხვებისთვის პასუხების ძებნა თბილისელების უმეტესობამ უკვე დაიწყო. ამიტომ ვცადეთ, გაგვერკვია რას სთავაზობენ თბილისის აუზები მომხმარებლებს. ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი აკვა პარკის თბილისის ფილიალი, რომელმაც საზაფხულო სეზონი დღეს გახსნა, გარუჯვისა და ცურვის მსურველებს, ყოველდღე, დილის ათიდან საღამოს 8 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება ფასებს, ორშაბათიდან პარასკევამდე აკვა-პარკის ბილეთები 30 ლარი ღირს. შაბათ-კვირას - ორმოცი, ზუმის წევრებს კი 2 ბილეთის ერთის ფასად შეძენა შეუძლიათ. გაგრილების მსურველებს ყოველდღე დილის 7-დან საღამოს თერთმეტ საათამდე ელის სპორტკომპლექს „არენას“ აუზი და ვერანდა. აქ ყოველთვიური აბონიმენტის ფასი 115-დან 150 ლარამდე მერყეობს. გარდა აუზისა, არენა თბილისელებს მინი ბარს, საუნასა და ტრენაჟორების დარბაზსაც სთავაზობს. დედაქალაქის ცენტრისგან ოდნავ მოშორებით ქალაქელებს თბილისის ზღვის კლუბი ელოდება. აუზები, ზღვა, იახტები, ნავები, წყლის თხილამურები, რესტორანი, საბავშვო მოედნები და სუფთა ჰაერი. თბილისის ზღვის კლუბი დამსვნებელებს ყოველდღე დილის ათი საათიდან მასპინძლობს. აქ ერთდღიანი აბონიმენტის ფასი 15 ლარია, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შესვლა უფასოა. ვაკის საცურაო აუზი, დილის შვიდ საათზე იხსნება. აქ თბილისელებს აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა, ჯაკუზი და ვერანდა ელის. ვაკის აუზის შეზღუდული დროის ერთთვიანი აბონიმენტი 240 ლარი ღირს, შეუზღუდავი კი 350. როგორც აუზის მენეჯმენტი განმარტავს, შეზღუდული აბონიმენტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 7-დან საღამოს 6 საათამდეა ძალაში, ხოლო, რაც შეეხება შეუზღუდავ აბონიმენტს, იგი ყოველდღე დილის შვიდიდან საღამოს 11 საათამდე მოქმედებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები