მსოფლიო
ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოწმეთა დაკითხვას განაგრძობს
2012-06-05 17:12:22
ჩამოტვირთვა
დღეს სახალხო მსაჯულებმა რამდენიმე ჩვენება მოისმინეს, მათ შორის პრობაციის ბიუროს თანამშრომლის, რომელიც ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა რუსიშვილმა, დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე ხნით ადრე ნახა.
გასული წლის 17 ოქტომბრისთვის, ისევე, როგორც მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი აგლაძე და ივერი გოგბერაშვილი, დავით რუსიშვილიც პრობაციონერი იყო. პრობაციის ბიუროს თანამშრომელმა სასამართლოში განაცხადა, რომ მკვლელობის დღეს მასთან რუსიშვილი გამოცხადდა და მოიკითხა როდის მივიდოდა ბიუროში ზურა ტარყაშვილი, მისით დაინტერესება კი იმით ახსნა, რომ თითქოს მეგობრობდა ტარყაშვილთან. ზურა ტარყაშვილმა სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ვადაზე ადრე დატოვა, შესაბამისად, მას პრობაციის ბიუროში გამოცხადება ევალებოდა.
პრობაციის ბიუროს თანამშრომელმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც გაიგო ტარყაშვილის მკვლელობის შესახებ რუსიშვილის მისით დაინტერესება სწორედ ამ ამბავს დაუკავშირა.
კომენტარები